ნინო ბურჯანაძემ ფოთში წინასაარჩევნო შტაბი გახსნა

0

burjanadzeპოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა და პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ, დღეს ფოთში, პარტიის ოფისი და საარჩევნო შტაბი გახსნა.

ოფისის გახსნამდე კი, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის,” IRI-ს წარმომადგენლებმა, სასტუმრო „ანკორში” პარტიის წევრთათვის ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენინგებს „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის მხარის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი, ხვალ ბათუმშიც გაიხსნება.

 

სხვა ახალი ამბები: