ნინო ბურჯანაძე „კანონიერ“ ქურდებს გაურიგდა?!

0

burjanadzeნინო ბურჯანაძის საარჩევნო კამპანიაში „კანონიერმა“ ქურდებმა „ობშიაკის“ ფული ჩადეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმთაიმი“ ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად საზღვარგარეთ კრიმინალებთან შესახვედრად ბადრი ბიწაძე და ანზორიკო ბურჯანაძე დადიან.

„ერთ-ერთი ასეთი „სხადნიაკი“ თურქეთში შედგა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ამ „სხადნიაკზე“ ვინმე გიგა ბურდული „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს. ასეთ შეხვედრებზე უმეტესად ბადრი ბიწაძე დადის. ბადრის დახმარებით კი იტალიაში ანზორიკოსა და გიგა ბურდულის შეხვედრაც შედგა“, – აღნიშნულია „პრაიმთაიმის“ სტატიაში.

გაზეთის ინფორმაციით, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქურდები მისი მაშველი რგოლი არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისითაა. გაზეთის წყაროს ცნობით, ბურჯანაძე მათ დახმარების სანაცვლოდ, გამარჯვების შემთხვევაში ფართომასშტაბიან ამნისტიას და კანონში იმ მუხლის გაუქმებას ჰპირდება, რომელიც საქართველოში „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტს კრძალავს.

სხვა ახალი ამბები: