ნინო ბურჯანაძე: “მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში”

0

burjik„მერაბიშვილი რატომღაც 28 ოქტომბერს მიანიშნებს, მიზეზსაც ასახელებს და გვპირდება, რომ რუსულ ტანკებს რუსთაველზეც ვიხილავთ“, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფ ივანე მერაბიშვილის სახელით გავრცელებულ ინფორმაციას სახალხო კრების წევრი. ამ საკითხზე ლაშა ამირეჯიბი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„პატიმარი მერაბიშვილის წერილმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა… როგორც ჩანს, მან იცის ზუსტი თარიღი, როდის აპირებენ რუსები თბილისში შემოსვლას. რუსული სპეცსამსახურების აქტიურობაზე მეც ვწერდი, მაგრამ პატიმარ მერაბიშვილს ზუსტი თარიღი სცოდნია.რასაც წერს მერაბიშვილი, მართლაც, შესაძლებელია, მაგრამ ნინო ბურჯანაძის გარეშე. მერაბიშვილი ადასტურებს რუსული ფოკუს-ჯგუფების არსებობას და აქტიურობას საქართველოში, ანუ იმას, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ რეაგირებს. მერაბიშვილი რატომღაც 28 ოქტომბერს მიანიშნებს, მიზეზსაც ასახელებს და გვპირდება, რომ რუსულ ტანკებს რუსთაველზეც ვიხილავთ. თუ გავიხსენებთ მერაბიშვილისა და ბატონ ნურგალიევის საიდუმლო შეხვედრას ერევანში და კიდევ სხვა შეხვედრებს რუს მაღალჩინოსნებთან, შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილის ვერსია ხელწამოსაკრავი არ არის. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, გამომდინარე იქიდან, რომ მერაბიშვილსა და რუსულ სპეც-სამსახურებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ყოველთვის“, – წერს ლაშა ამირეჯიბი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ- მინისტრის სახელით, ფეისბუქით დღეს განცხადება გავრცელდა, სადაც არჩევნების მეორე დღეს თბილისში არჩევნების გაყალბების მიზნით დესტაბილიზაცია ივარაუდა.
მერაბიშვილის განცხადებას ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა და გავრცელებულ ხმებს დეზინფორმაია უწოდა.

„27 ოქტომბერს, როცა ხელისუფლებაში მოვალ, მე მას ვპირდები , წარმოვადგენ ყველა იმ ობიექტურ მასალას, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სხვა ახალი ამბები: