ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს ტელედებატებში იწვევს

0

u1_nino-burjanadze-01“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ეკა ბერიძის `მთავარ კითხვაში~ საქართველოს პრეზიდენტი ტელედებატებში გამოიწვია.

“მე ჯერ კიდევ 2008 და 2009 წელს განვაცხადე, რომ მზად ვარ პრეზიდენტთან მივიღო ტელედებატებში მონაწილეობა, ნებისმიერ პირდაპირ ეთერში და ნებისმიერ შეკითხვას რომელიც იქნება, გავცე პასუხი, მანაც გასცეს პასუხი და საზოგადოება ნამდვილად შეძლებს გაარკვიოს, ვინ ცრუობს, ვინ ამბობს სიმართლეს, ვინ ემსახურებოდა ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებს და ვინ მხოლოდ საკუთარ პრეზიდენტობას და საკუთარი გუნდის გაძლიერებას. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ისტერიულ ბრალდებებს ჩემთან მიმართებაში, წაიკითხოს გივი თარგამაძის ინტერვიუ, სადაც ბურჯანაძე კი არა, გივი თარგამაძე ყვებოდა, თუ როგორ სთავაზობდა ის რუს გენერლებს სტალინის ძეგლის, ანუ გორის დაბომბვისათვის 50000 ა.შ.შ დოლარს, მე სწორედ ამ ფაქტის გამოძიება მოვითხოვე და იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული, ისევე როგორც იმედი მაქვს, რომ გამოძიებული იქნება მთლიანად 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები, რისიც ასე ეშინია საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სხვა ახალი ამბები: