ნინო ბურჯანაძე: “რატომ ეშინია გიორგი მარგველაშვილს ჩემთან დებატების? ნუ ეშინია, არ შევჭამ”

0

ninoზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძესთან წინასაარჩევნო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მიუხედავად უამინდობისა თავი მოიყარეს სამეგრელოს ყველა რაიონის წარმომადგენლებმა. წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი, ხობი, სენაკი და ზუგდიდი. დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი ისმენდა სიტყვით გამოსული ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო დაპირებებს. ძირითადი ამ დაპირებებს შორის მაინც რუსეთთან ურთიერთობების დალეგურილება და საოკუპაციო ჯარების გაყვანა იყო, თუმცა სიტყვა ოკუპაცია პრეზიდენტობის მსურველ ქალბატონს არც ამჯერად უხსენებია.

ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა.

ninos fanebi“ბატონო გიორგი, ვინ გთხოვათ კოაბიტაციის დაწყება? ბიძინა ივანიშვილმა ჩემზე თქვა, თითქოს ვერ ვაკრიტიკებ. ვერ კი არა, არ ვაკრიტიკებ, რადგან ის ხალხმა აირჩია. მან რაღაც მაინც გააკეთა ქვეყნისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მე რეალურად აღვადგენ სამართლიანობას. უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვინც ქართველ მოსახლეობას ზიანი მიაყენა ცხრა წლის მანძილზე. ჩიხი არ უნდა იყოს სამეგრელო, პირიქით, გაერთიანება სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. ქალბატონს ვესაუბრე თქვენთან მოსვლამდე, რომელმაც გაიხსენა 26 მაისი და მითხრა, რომ ფიზიკური და შინაგანი ტკივილისთვის, რაც მას ამ დღეს მიადგა, არავინ დასჯილა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და იქვე დასძინა, რომ “მე ხელისუფლებაში მყოფ ბევრ კაცზე უფრო ვაჟკაცი ვარ. რატომ ეშინია გიორგი მარგველაშვილს ჩემთან დებატების? ნუ ეშინია, არ შევჭამ”

 

 

სხვა ახალი ამბები: