ნინო ბურჯანაძე: “ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამეგრელო ჩიხი აღარ იქნება”

0

burjanadzeსაპრეზიდენტო კანიდატი ნინო ბურჯანაძე   საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი “სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრ, ელიზბარ ჯაველიძესთან ერთად მარტვილის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრა, ჩვეულებისამებრ, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს.

ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის ყველაფერს გააკეთებს რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის რუსეთთან, იმისათვის, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე დაიწყოს მავთულხლართების დემონტაჟის პროცესი:

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შეჩერდეს ის პროცესი, რაც ახლა დიცში, დვანსა და სხვა სოფლებში ხდება. ჩემთვის გაუგებარია დღევანდელი ხელისუფლების არაეფექტური და უუნარო მოქმედებები, მაშინ როდესაც ჩვენს გულებში, ჩვენს სხეულში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს მამულში უცხო ქვეყანა მავთულხლართებს არჭობს.  27 ოქტომბერს თქვენ გადაწყვიტავთ, როგორი ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. 27 ოქტომბერს გადაწყდება, მიეცემა თუ არა შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ვითომ გარეცხილი და გათეთრებული მობრუნდეს ხელისუფლებაში, თუ საქართველოს მოსახლეობამ საბოლოოდ უარი უთხრას დამნაშავე ორგანიზაციას, რომელმაც ქვეყანაში მახინჯი სისტემა, პრაქტიკულად ტერორისტული რეჟიმი ჩამოაყალიბა. პოლიტიკურ ძალას, რომლის მესვეურების ჩადენილ დანაშაულებებზე მხოლოდ ამ რეგიონში 28 ათასი უმძიმესი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მეტყველებს. 27 ოქტომბერი გადაწყვიტავს იმას, თუ რა მდგომარეობაში იქნება სამეგრელო. მე გპირდებით, რომ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სამეგრელო ჩიხი აღარ იქნება, რომ მე აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის, რომ დაისჯება ყველა დამნაშავე, ვინც ჩაიდინა დანაშაული თქვენს წინაშე.“

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე პეტრემ ნინო ბურჯანაძე საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში შეხვედრას მართავს ხონის მოსახლეობასთან. დღესვე იგი წყალტუბოს რაიონის ამომრჩეველს შეხვდება.

სხვა ახალი ამბები: