ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიას სამეგრელოში დღეს დაასრულებს

0

Nino-Burjanadzeსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე განაგრძობსსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში წინასაარჩევნო კამპანიას.

დღეს 13.00 საათზე პრეზიდენტობის კანდიდატი მესტიის რაიონის, დაბა ხაიშის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. მოგვიანებით, 17.00 საათზე კი ნინო ბურჯანაძე, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ზუგდიდელ ამომრჩევლებს შეხვდება.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბში ამბობენ, დღეს ზუგდიდში ნინო ბურჯანაძესთან შესახვედრად 7.000 ადამიანის მოსვლას ელიან. თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟებულია სპეციალური ტრიბუნა, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავს.

სხვა ახალი ამბები: