ნინო ბურჯანაძე ხვალიდან სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს

0

previewგიორგი მარგველაშვილის შემდეგ სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი იწყებს.

“დემოკრატიული მოძრაობის” პრაზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას მარტვილის რაიონიდან დაიწყებს და ზუგდიდში დაამთავრებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, ნინო ბურჯანაძე ხვა 13.00 საათზე წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავს მარტვილის მოსახლეობასთან, ხოლო შწემდეგ ის ჩხოროწყუს რაიონს ეწვევა.

ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შეხვედრები დაგეგმილია ასევე წალენჯიხაში, სენაკში, ხობსა და ზუგდიდში.