ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში “მახინჯი კოაბიტაცია” დასრულდება

0

burjanadzenini“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით ქართულმა საზოგადოებამ “ქართული ოცნება” სწორედ იმიტომ აირჩია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოეშორებინა. ნინო ბურჯანაძე აქვე იმასაც აცხადებს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში საქართველოში მიმდინარე “მახინჯი კოაბიტაცია” დასრულდება.

„საფლავში ჩაგდებული და მიწამიყრილი „ნაციონალური მოძრაობა” „ქართულმა ოცნებამ” საფლავიდან ამოიყვანა და ახლა გამალებულად ცდილობენ, რომ გაწმინდონ და გარეცხონ. ამისთვის არ აურჩევია „ქართული ოცნება” საზოგადოებას. ხალხმა ივანიშვილს ხმა იმიტომ მისცა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მოეშორებინა ხელისუფლებისგან. მეც ასევე დიდი ენთუზიაზმით მივეცი ხმა ბიძინა ივანიშვილს და ნაკლები ენთუზიაზმით მის კოალიციას და არა იმიტომ რომ „ნაცმოძრაობის” გაცოცხლებისთვის შემეწყო ხელი,”-  განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს”-აცხადებს ნინო ბურჯანაძე და აქვე დასძენს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა კოალიციის წევრი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ბარიერის გადალახას ვერ შეძლებს.

სხვა ახალი ამბები: