ნინო ბურჯანაძის ჯგუფელი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს

0

1538948_768160219878801_1037101199_nკოალიცია “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” ხვალ ზუგდიდში ზუგდიდის მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს. პრეზენტაცია ხვალ 13.00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

რუსუდან პაჭკორიას კომენტარი:

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატის ვინაობა, რომელსაც კოალიცია “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” წარადგენს. ქალაქის მერობაზე იბრძოლებს ზუგდიდელი რუსუდან პაჭკორია, რომელიც ამ დრომდე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტში” იურისტად მუშაობს. რუსუდან პაჭკორია კვალიფიციური იურისტია და მან უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. რუსუდან პაჭკორია კოალიციის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ჯგუფელი იყო, თუმცა როგორც smo.ge-ს განუცხადა, შემოთავაზება მისგან არ მიღია.

“ზუგდიდელებმა გადაწყვიტეს ასე, რომ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე მერობისთვის ვიბრძოლებ. კონკრეტულად კი ხვალ გაცხადდება ყველაფერი”-აცხადებს რუსუდან პაჭკორია და იქვე დასძენს, რომ:

“ნინო ბურჯანაძე ჩემთვის ყოველთვის ჯგუფელი იყო. მაშინ როდესაც ის იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პარლამენტის თავმჯდომარე და ახლაც, როცა ის არის კოალიციის თავმჯდომარე”-აცხადებს რუსუდან პაჭკორია.

სხვა ახალი ამბები: