ნინო გიორგობიანის განცხადებით გამნაღმველები ”რუსთავი2”-ის შენობაში რამდენიმე საათი დარჩებიან

0

giorgobianiშსს  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დღეს, 11:15-დან 11:30 საათამდე, 122-ზე შევიდა ანონიმური ზარი იმის თაობაზე, რომ სანდრო  ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობაში არის ბომბი.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, შეტყობის შესვლის შემდეგ სამართალდამცავების მიერ მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია, ადგილზე გამოცხადდნენ კინოლოგები, გამნაღმველები და  შსს-ს კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები. ნინო გიორგობიანი აცხადებს,რომ კინოლოგები და გამნაღმველები რუსთავი 2-ის შენობაში კიდევ რამდენიმე საათი დარჩებიან.

სხვა ახალი ამბები: