ნინო გიორგობიანის მეუღლე საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა

0

10985518_987823867914350_1805455133988481563_nშინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის მეუღლე, ლადო ბურდული  საპატრული პოლიციამ საავტომობილო გზის გადაკვეთის გამო დააჯარიმა.  ქვეითად მოსიარულე ცნობილმა ფეხბურთელმა რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლა და საავტომობილო გზა გადაჭრა.

აღნიშნულ ფაქტს „ბოლნისის სიონის“ მწვრთნელის, ლადო ბურდულის მეუღლე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„დაჯარიმდა, რუსთაველზე რომ გადაირბინა, ძალიანაც კარგი. აწი გეცოდინება, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებით უნდა ისარგებლო“, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.