ნინო გიორგობიანი: “თემურ კენკებაშვილს “კუდ”-ში არასდროს უმუშავია”

0

184479_172444986258631_1969015705_nშინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, 18 წლის თემურ კენკებაშვილს უწყებაში არასდროს უმუშავია.

ცოტა ხნის წინ ალიამ გამოაქვეყნა ინტერვიუ 18 წლის თემურ კენკებაშვილთან, სადაც მან თავი კუდ-ის ყოფილ, ჩვეულებრივ, ოპერატიულ თანამშრომლად” წარადგინა, რომლის “რეგიონალური ზონაც იყო შიდა ქართლი”. ინტერვიუში კენკებაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი პოლიტიკოსებზე და ჟურნალისტებზე მათ საცხოვრებელ სახლებში, საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით ფარულად ახორციელებდა კომპრომატების შეგროვებას.

“დგებოდა სიები ქალი ჟურნალისტების საყვარლების. ერთ ახალგაზრდა გოგოზე 38-კაციანი საყვარლების სია გვქონდა”, – ამბობს კენკებაშვილი ინტერვიუში.

სხვა ახალი ამბები: