ნინო გიორგობიანი იმ რუს დეპუტატებს ასახელებს, რომლებიც ომის შემდგომ საქართველოში იმყოფებოდნენ

0

999674_173657879470675_396293124_nშსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის აკაკი მინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. გიორგობიანის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება პარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოში ომის შემდგომ პერიოდში რუსი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ.

“შემიძლია სახელები ჩამოვუთვალო, მათ ვისაც არ სჯერა, რომ აქ ნამდვილად იყვნენ. ორჯერ – 2009 და 2011 წლებში საქართველოში დენის დავითიაშვილი იყო ჩამოსული, 2009 წელს – ალექსანდრე ბედნოვი, 2011 წელს ტატიანა მუსკალკოვა, 2010 წელს კი ზელიფხან მუცოევი”, – განაცხადა გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბეგლოვი და მუცოევი “ედინნაია როსიას” წევრები არიან, ტატიანა მუსკალკოვა – “სამართლიანი რუსეთის”, დენის დავითიაშვილი კი “ლიბერალ-დემოკრატების” წევრია.

 

სხვა ახალი ამბები: