ნინო გიორგობიანი: “ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, შალვა აბულაძე არ ჩაბარებულა”

0

1013384_178614435641686_1866340183_n“შალვა აბულაძე არ ჩაბარებულა” – ამ განცხადებას შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს. გიორგობიანი ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებული საკუთარი ნებით ჩაბარდა, სიცრუეს უწოდებს.

“მინისტრის ხელმძღვანელობით ეს სპეცოპერაცია ჩატარდა პროფესიონალურად! დანაკარგების გარეშე! მადლობა თითოეულ დანაყოფს და პოლიციელს ვინც შალვა აბულაძის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა!ზოგიერთები ცდილობენ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ის თავად ჩაბარდა, ეს არის ტყუილი! და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ის ადამიანები ვინც საერთდ არ ყოფილა ადგილზე სპეცოპერაციის დროს და არიან შალვა აბულაძის ახლობლები. აბულაძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ცდილობდა გაქცევას, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს,”- აცხადებს ნინო გიორგობიანი