ნინო გიორგობიანი: „წალენჯიხის რაიონში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”

0

ninoტობავარჩხილის  ხეობაში  დაკარგული  ორი ახალგაზრდა   ნაპოვნია, შს სამინისტროს ინფორმაციით სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულდა.

დაკარგულების ძებნაში  გუშინდელი  დღიდან საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურის ავიაცია იყო ჩრთული. მაშველები  ახალგაზრდების მოსაძებნად  სავარაუდო  წერტილებში  ვერმტფრენებით  გადაადგილებოდნენ.

დაკარგულებს  ლუგელას  მთებიდან  ტობავარჩხილის მთების  ჩათვლით   70 კმ–ის  პერიმეტრზე   ეძებდნენ.

შს სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძრვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ერთ–ერთი ახალგაზრდა დაშავებულია, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

„წალენჯიხის რაიონში  სამაშველო  ოპერაცია  წარმატებით  დასრულდა, ჩვენმა მაშველებმა მიაგნეს იმ  ახალგაზრდების ჯგუფს  რომლებიც იმყოფებოდნენ  ჭითაგვალას  მწვერვალთან ახლოს, ამ  წუთებისათვის ხდება ამათი ტრანსპიოორტირება, დაშავებულის მდგომარეობა ნორმალურია“,–განაცხადა ნინო გიორგობიანმა smo.ge-სთან საუბარში

კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი უკვე თბილისშია გადმოყვანილი, მან დედაქალაქში საკუთარი ძალებით ჩამოაღწია.

სხვა ახალი ამბები: