ნინო მამფორია: “მოსწავლეები 14 მარტს ქორეოგრაფიული ფესტივალის დასასწრებად მოვიდნენ”

0

10333400_640020452743087_3373581181546040104_oზუგდიდის კულტურის ცენტრ “ოდიშის” დირექტორი ნინო მამფორია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 14 მარტს დღის 13.00 საათზე კულტურის ცენტრმა საკონცერტო დარბაზი ერთი საათით გააქირავა. რაც შეეხება აღნიშნული შეხვედრის პარალელურად სკოლის მოსწავლეების იმავე ტერიტორიაზე ყოფნას, ნინო მამფორიამ ასე ახსნა:

1924589_612100255558407_4346494535582789024_n11073403_612100258891740_4477213819208409692_n11070211_612100265558406_7011584043645245675_n“იმ დღეს ზუგდიდში ტარდებოდა რეგიონის მაშტაბით ქორეოგრაფიული ცეკვის ფესტივალი სახელწოდებით “ცეკვის ზეიმი”. ამ მიზნით სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულნი იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნულ ფესტივალზე. დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე არცერთი მოსწავლე დარბაზში არ დაფიქსირებულა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. პირიქით, გეტყვით ერთ დეტალს. ჩემთან დოკუმენტური ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოვიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და მთხოვა კარებთან დამეყენებინა თანამშრომელი, რომ ფილმის ჩვენებაზე არ შემოსულიყვნენ არასრულწლოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მევალებოდა ეს, მაინც დავაყენე შესასვლელ კარებთან თანამშრომლები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ თუ ვინ შედიოდა ფილმის ჩვენებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლის მოსწავლეები ფილმის საყურებლად არ იყვნენ მოწვეული, არამედ ფესტივალზე მოვიდნენ.