ნინო შუბლაძეს “რუსთავი 2”-ის დირექტორის პირველი მოადგილის პოსტზე ზაალ უდუმაშვილი შეცვლის

0

zaal udumashvili„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი იქნება, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი კი – გიორგი ლაფერაშვილი. ზაალ უდუმაშვილი ამავე არხზე მთავარი საინფორმაციო გამოშვების 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანია. გიორგი ლაფერაშვილი კი – უკვე რამდენიმე წელია „კურიერის“ პროდუსერია.

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი მას შემდეგაა თავისუფალი, რაც არხი ნინო შუბლაძემ დატოვა. ის პარალელურად პოლიტიკური ტოქშოუს, „პოზიციის“ წამყვანი იყო. წასვლის შესახებ განცხადება შუბლაძემ 12 მაისს გვიან ღამით სოციალურ ქსელ ფეისბუქის, საკუთარ გვერდზე გააკეთა.

სხვა ახალი ამბები: