ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი: “რწმენა იმისა, რომ ისინი ჩვენ ისევე გვიყვარს და გვჭირდება, როგორც საკუთარი თავი”

2

10999613_895587743842866_493353614753637826_oილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის  პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – „ივერიამ“ ამ ეტაპზე გორში გამართა საკმაოდ ხალხმრავალი და კარგი ღონისძიება.  ეს  სწორედ ის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ხელოვანთა ნიჭის გამოვლენას, აერთიანებს ყველას და ყცელაფერს, რაც ხელოვნებაა, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა, თუ სოციალური სტატუსისა. შეგახსენებთ, რომ  პროექტი სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი,  უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

2015 წლის 3 მაისს პოეტები, თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს ესტუმრნენ, სადაც ივ.  ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. პროექტის ფარგლებში ცნობილმა გამომცემელმა და საზოგადო მოღვაწემ, თამაზ სულაძემ, მომავალი თაობის განათლებისთვის სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკას რამდენიმე ასეული წიგნი გადასცა.  აქვე, პოეტებთან  შესახვედრად მოსულ სოფლის მცხოვრებლებს პოეზიის საღამო გაუმართეს, რამაც დიდი აღფრთოვანება და ცრემილიანი განშორება გამოიწვია…  ამის შემდეგ პოეტები გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმსესტუმრნენ, შემდგი, სადაც ასევე წაიკითხეს რამდენიმე ლექსი და შთაბეჭდილებების წიგენში საკუთარი პატივი გამოხატეს დაუმარცხებელი ქართველი გენერლის მიმართ… შემდეგ კი იყო  უფლისცხე, სადაც ყველამ ერთად მოილოცა…

1404380_1639986116236232_517438270_o11215602_1639986052902905_403005921_o11242179_1639986119569565_1386979061_oპრემია „ივერიის“ წელიწადი მეორის, რიგით მესამე პოეზიის საღამოს გორის კულტურის სახლმა უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ, პოეტები: თამარ ჯაჭვაძე, ქეთი სიხარულიძე, დავით არახამია, ჯემალ ინჯია, ნიკოლოზ  ფარეხელაშვილი (ე.წ. შშმ პირი), გიორგი მახარობლიძე, მარიამ მიროტაძე-ჯამარაული, ხელოვანები: ხატმწერი – ნუგზარ მეკოკიშვილი, მხატვარი – კახა თოფჩიშვილი, ფოტოხელოვანი – ნინო ქეთელაური.

„პრემია  „ივერიამ“ თავისი დიდი ადგილი დაიკავა ქართულ მწერლობაში, პოეზიაში, მათ შორის,  ხატწერაში, მხატვრობაში და ფოტოხელოვნებაში. ჩვენ თავიდანვე შევძელით, რომ საზოგადოების ეს უმნიშვნელოვანსი და მოაზროვნე ნაწილი, გაგვეერთიანებინა და საზოგადოებისთვის ნათელი მაგალითი გამხდარიყო ქართველობისა, ერის სიყვარულისა, ერთიანობისა და კეთილი, რწმენის სიტყვისა.

მინდა აღვნიშნო, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის შესასრულებლად პროექტმა შეისისხლხორცა ხეების დარგვა და უკვე ეთეულობით ბზა დავრგეთ ჩვენი ქვეყნის სამ ქალაქში და, ამ ადგილებს ილია მართლის – ჭავჭავაძის ბაღები ვუწოდეთ. ეს იქნება ადგილები, სადაც მომავალი თაობები გაიზრდებიან და ამ წმინდა ხეების ჩრდილში სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებენ, წიგნს წაიკითხავენ და სამშობლოს მსახურებას შეისისხლორცებენ.

ჩვენმა პროექტმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა იმით, რომ, როგორც იცით ჩართული გვყავს მსჯავრდებულები, მათი შემოქმედება გამოგვაქვს საპატიმროებიდან და საზოგადოებას ვუკითხავთ, შემდეგ ჩვენს ჟურნალები – „ქართული ელიტა“, „ნათლია“ და „განსაკუთრებული ჟურნალი“ მასპინძლობს მათ შემოქმედებას და მეტი ადამიანი ეცნობა ამ ადამიანების შემოქმედებას. მათ შორის, ჩვენს მიერ გამოცემულ წიგნებშიც ვუბეჭდავთ დიდი კლასიკოსებისა და დღევანდელი ქართველი პოეტების გვერდით, რაც მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, მომავალი ცხოვრების სტიმულია და რწმენა იმისა, რომ ისინი ჩვენ ისევე გვიყვარს და გვჭირდება, როგორც საკუთარი თავი.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამარჯვებული ნომინანტი ირაკლი ფირცხალავაა, პოეტური ფსევდონიმით „რევა“, რომელიც გასული წლის ბოლომდე მსჯავრდებული იყო და ჩვენი პროექტის მონაწილე – ბოლოს გამარჯვებული გახდა. მისთვის, სამწუხაროდ, ამ უზარმაზარი ჯილდოს გადაცემა ვერ მოვახერხეთ მაშინ, რადგან იგი ზუსტად იმ პერიოდში გათავისუფლდა და ვეღარ მივაგენით ამ ახალგაზრდას. თუმცა, მერე სოციალური ქსელის მეშვეობით აღმოვაჩინეთ ჩვენი გმირი და მოვიწვიეთ ამ ღონისძიებაზე, გორში. აქ უკვე მისთვის პასუხისმგებლობის გაასმაგება გვსურდა, რისთვისაც თავადაც მზად იყო. ამიტომ, გორისა და ატენის მეუფეს, მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავას) ვთხოვეთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე მობრძანებულიყო და თავად გადაეცა ჩვენს მიერ დაწესებული ჯილდო ილია მართლის (ჭავჭავაძის) ორდენი, რომელსაც მისი უწმინდესობის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ფაქსიმილე ამშვენებს და მილიონმაგად ძვირფასს ხდის… გადავეცით პრემია,  დამადასტურებელი სიგელი. ირაკლი ფიცხელაურმა მეუფე ანდრიას ხელიდან მიიღო ეს ყოველივე და ამ ახალგაზრდა კაცის აღფრთოვანებას საზღავრი არ ჰქონდა, დადებითი ემოციისგან საუბარი უჭირდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა, სამადლობელო სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, მთელი საღამო ორდენი გულიდან არ მოიშორა. თუნდაც ამისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გამართლებულია და მისი უწმინდესობის იმედები, ვფიქრობ გავამართლეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი პატრიარქის კიდევ ერთი სურვილი ავასრულეთ – დავდივართ ქალაქებში, სოფლებში და ქართველ პოეტებს პირადად ვაცნობთ ხალხს და იქვე, სპონტანურად იმართება პოეზიის საღამოები, რასაც ერთიანი, დადებითი აღფრთოვანება და ოვაცია სდევს ხოლმე თან. ძალიან დიდ  სიყვარულს ატარებს პროექტი და ეს შეხვედრებიდანაც ნათლად ჩანს. ილიას პრემია „ივერია“ პირველი ლიტერატურული პროექტია,რომელმაც  ხალხოსნობა აღადგინა და ჩვენც მივყვებით ნელა ნელა ამ გზას, რათა ხალხი და მწერალი ერთმანეთს იცნობდეს, პირადად, ენდობოდენენ წინგში წაკითხულ სიტყვას და ეიმედებოდეთ ერთურთი, წაკითხული რწმენა ჰქონდეთ მეტად,  შემოქმედები კი ხალხისგან იმავე ემოციას იღებდნენ, რასაც მკითხველი ნაწარმოების კითხვის დროს იღებს… აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროექტისა და პრემიის დამფუძნებელმა, ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილმა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროექტი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.  შესაბამისად, ღონისძიებაში ასევე  მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებული  შესაძლებლობების  (შშმპ) მქონე პოეტმა,  ნიკოლოზ ფარეხელაშვილმა: „მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მონაწილეობას, აქედან გამომდინარე,  დამიკავშირდნენ  და ღონისძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს. დღეს მე აქ ვარ და  მოხარული ვარ, რომ  ასეთი  ნიჭიერებისა და სიყვარულის მომსწრე ვარ. ასევე მოხარული ვიქნები, თუ  საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ასეთი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება“, გვითხრა პოეტმა ნიკოლოზ ფარეხელაშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და მასპინძელი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია: „დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საღამო ყველა აქ მყოფთათვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო. ის  სულიერი სიამოვნება და სიხარული,  რომელიც ჩვენ  დღეს მივიღეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს,  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შემოქმედება ადამიანისთვის. ეს პროექტი თავისთავად წარმოადგენს იმ ადამიანების შემოქმედებას, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა ნიჭით: კაზმული სიტყვის, ხატწერის, ფერწერის, თუ ფოტოხელოვნებისა. ეს კი  თავისთავად ემსახურება მშვენიერებას და იმას, რომ ადამიანში დაბადოს კეთილი გრძნობა და მოყვასისადმი სიყვარული.  ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება კიდევ მრავალ ადამიანს გამოაჩენს და გაგვამდიდრებს ჩვენ ყველას“.

მშვენიერმა ქალბატონმა და პოეტმა, თამარ ჯაჭვაძემ, სიამოვნებით აღნიშნა, რომ „ნიჭიერებითაა დასჯილი ქართველი კაცი! მრავალნაირია ნიჭი ამქვეყნად, მაგრამ არის ნიჭი ადამიანის გახარებისა, გულმოკლულის გულის განკურნებისა, ატირებულის ცრემლის მოწმენდისა, თანადგომისა და თანალმობისა. მე მგონია, რომ სხვა მრავალ ნიჭთაგან ამ ყველაზე ადამიანურ ნიჭს ფლობს ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ერთი დღით ბავშვობაში დამაბრუნა ამ საოცარმა პროექტმა. და მიკვირს, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა, ყველას თავისებურად ეფერება და სწორედ მისთვის სათქმელს და საფერებელ სიტყვას პოულობს ამ საოცარი პროექტის ავტორი. დიდი მადლობა, რომ ამ საოცრად ადამიანურ და ჰუმანურ იდეას ანხორციელებს ეს ადამიანი. მადლობა ღმერთს, მის უწმინდესობას, ყველა სასულიერო პირს, ეკლესიას, ვინც მას შთააგონა ეს იდეა გვერდით დაუდგა მის განხორციელებაში“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, პროექტის მხარდამჭერი: „ეს პროექტი მეტად საჭიროა მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი რაიონისთვის, რადგან ეს  რაიონი გარკვეული  ტრადიციებით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, რომ სწორედ აქ არის  დაბადებული და აღზრდილი იაკობ გოგებაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე,  ასევე სხვა მრავალი საზოგადო მოღვაწე.ამიტომ ამ ტრადიციებს  განვითარება, გავრცელება  და გაძლიერება სჭირდება.  სწორედ ამას ემსახურება ეს პროექტი და დიდი  მადლობა  მინდა გადავუხადო  პროექტის ავტორს, ბატონ ნუგზარ ჟიაბერაშვილს.  მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ეს პროექტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება, რაც უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს ჩვენ, როგორც ამ პროექტის მხარდამჭერებს, რადგან ჩვენი ვალდებულებაა თითოეულ ოჯახამდე მივიდეს ქართული სიტყვა და ქართული ენის სიწმინდე.იმედია,  რომ ჩვენ ამას შევძლებთ  და კვალავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

„მინდა, რომ ბევრი ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელდეს საქართველოში. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ილიას პრემიის მონაწილე ვარ“, – განაცხადა ახალგაზრდა ნიჭიერმა პოეტმა, ქეთი სიხარულიზემ.

ყოფილი მსჯავდებული, პოეტი ირაკლი ფიცხელაური – „რევა“:  „ამ პროექტმა დამანახა ცხოვრების საიდუმლო, რომელიც დღეამდე, ამ საქართველოში ვერავინ დამანახა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი ადამიანის სულის მელოდიაა და როდესაც ეს მელოდია დაკვრას იწყებს, მაშინ ყველა ჟრიამულობს და განცდებს აფრქვევს, რომელიც საქართველოს დიდ სიყვარულს ჩუქნის…“

„ეს პროექტი სრულიად საქართველოს გული გახდა პირველივე დღიდან, ვინაიდან ყველა დიდი და გამოჩენილი მწერალი და სხვადასხვა ხელოვანები ჩაერთვნენ. ამ საქმეს მადლი და წარმატება მისმა უწმინდესობამ მიანიჭა თავისი ლოცვა-კურთხევით. ამ პროექტში ვვინც ჯერ კიდევ არ ჩართულუა, დროულად უნდა შეუერთდეს მას, რადგან ეს ერთადერთი ყველაზე ძლიერი და საჭირო პროექტია, რომელიც საქართველოში ყველას და ყველაფერს აერთიანებს, რაც კი კარგი და კეთიულშობილურია, რაც არა და აკეთილშობილებს. ამ პროექტში საოცრებები ხდება და ეს საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის საქმე კეთდება“, – აღნიშნა პროექტის პარტნიორმა, „გორმედის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი კაკუშაძემ.

ღონისძიებას  ასევე სტუმრობდნენ 2014 წლის პრემია „ივერიის“ ლაურიატები,  ანსამბლი „სამა“, „გორი“, მიხეილ წითელაშვილი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლა-კოლეჯის გოგონათა კაპელა. პროექტში მონაწილე თითოეულ ადამიანს კი სიგელები და ილია მართალის ხატები გადასცეს.

სხვა ახალი ამბები: