ნუცა ბუზალაძე “ახალი ტალღის” გრან-პრისა და 50.000 ევროს მფლობელი გახდა (VIDEO)

0

buzaaaaლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში როგით მეცამეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ახალი ტალღა-2014” დასრულდა. კონკურსანტები ჟიურის თავმჯდომარემ იგორ კრუტოიმ და რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ დააჯილდოვა.

ალა პუგაჩოვას სპეციალური პრემია 20.000 ევრო წილად ხვდა ორ კონკურსანტს. ესენი არიან მომღერალი ლატვიიდან სტას შურინი და მომღერალი ლიტვის რესპუბლიკიდან მონიკა ლენკიტე. ორივე კონკურსანტს ალა პუგაჩოვამ მის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადასცა.

რაც შეეხება ქართველ კონკურსანტს ნუცა ბუზალაძეს, მას ფულადი პრემია 50.000 ევროს ოდენობით “ახალი ტალღის” ჟიურის თავმჯდომარემ იგორ კრუტოიმ გადასცა. ნუცა ბუზალაძე “ახალი ტალღის” გრან-პრის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა კონკურსანტმა დაჯილდოვებისას “დინტარის” სცენიდან მადლობა გადაუხადა მის პროდიუსერებს და ლელა წურწუმიას გაწეული მუშაობისთვის. მან მადლობა გადაუხადა ასევე დედას, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა.

სხვა ახალი ამბები: