ნუცა ბუზალაძე “იურმალა-2014”-ის გამარჯვებულია

0

nucaaaლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მეცამეტე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მესამე საკონკურსო დღის შედეგებით ქართველი კონკურსანტი  კვლავ ლიდერი და ფაქტიურად კონკურსის გამარჯვებულია.  ნუცამ “ახალი ტალღა-2014”-ის ჟიურის ყველა წევრისგან უმაღლესი ქულა  და დარბაზის ოვაციები დაიმსახურა.

ბოლო საკონკურსო დღეს, ნუცა ბუზალაძემ სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილი სიმღერას შეასრულა, რომლის ავტორიც კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია. სიმღერა ინგლისურენოვანია და ასე ჟღერს: “In My Dreams”-ს.

ცნობისათვის, წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს კი 17 წლის მომღერალი ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ქართველმა კონკურსანტმა პირველივე ტურში ფურორი მოახდინა და ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა.

სხვა ახალი ამბები: