”ობიექტივის” ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გათავისუფლებულია

0

chachibaiaმეტრო ”მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიასთან რამდენიმე საათის წინ დაკავებული, ტელეკომპანია ”ობიექტივის” ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გათავისუფლებულია. როგორც ჩაჩიბაია facebook-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს სასამართლო პროცესი მის დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. ”ობიექტივის” ჟურნალისტი თვლის, რომ მას არასამართლიანად მოექცნენ. ”მე არ ვიმსახურებდი ამას!” აღნიშნავს ჩაჩიბაია.

“არ იდარდოთ ნამდვილო მეგობრებო, უკვე გარეთ გახლავართ, მხოლოდ იმის გამო, რომ თავისით აღმოაჩინეს თუ რა პროფესიის ვარ. სასამართლო პროცესი მალე გაიმართება. სამმართველოდან გამოსულმა ტელეფონი სიმწრისგან და შეურაცყოფისგან ბეტონს მივახეთქე, ნაწილების ძებნა არ დამიწყია, ამიტომ ვერ დამიკავშირდებით. დაიმსხვრა ყველაფერი, ის რისთვისაც მრავალი წელი ვიბრძოდი, გული მტკივა, სული მტკივა! მივდივარ, გავრბივარ, მაგრამ არ ვიცი სად! თუნდაც კრიმინალი ან ტერორისტი ვყოფილიყავი, პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას არ ვიმსახურებდი, არა!!! ხალხის მიერ დაფინანსებული ორგანოები ხალხს არ უნდა გვცემდნენ, არა! ვიცი, ტრადიციულად ყველა გამამტყუვნებთ, მეტს არც ველი. ცამდე მართალი არც მე გახლავართ, მაგრამ 9 წლის განმავლობაში, პოლიციის ძველი ზონდერების მიმართ გაჩენილი სიძულვილი ნაწილობრივ გამოვხატე მაშინ, როდესაც მაკავებდნენ. ისევ ინტრიგანი და პროვოკატორი შეგიძლიათ მეძახოთ, როგორც ადრე, მაგრამ წარსულის ყველა ფაქტი ხომ დამტკიცდა! შემინდეთ, აღელვებული ვარ”,- წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ილია ჩაჩიბაია.

სხვა ახალი ამბები: