ოდესის ახალ გუბერნატორს ადგილობრივები ჰალსტუხებით დახვდნენ

0

galstikსაქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშნვას ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ოდესის მოსახლეობის ნაწილი ჰალსტუხებით დახვდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე რუსული გამოცემები წერენ. ონლაინ გამოცემების ინფორმაციით, ადგილობრივები გუბერნიის შენობასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულნი და ახალი გუბერნატორის გამოჩენას ელოდებოდნენ. როგორც კი პრეზიდენტ პოროშენკოს ექსკორტი გამოჩნდა, ჰალსტუხები ააფრიალეს შეძახილებით, “ეს მიშას სიმბოლოა”

111ადგილობრივების განცხადებით აღნიშნული აქცია სიმბოლურ სახეს ატარებდა, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის დროს სწორედ “ჰალსტუხებს ჭამდა”. აქციის პარალელურად სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ბლოგერები კითხვებს სვამდნენ თუ რა დამსახურებისთვის მიიღო მან აღნიშნული პოსტი უკრაინის პრეზიდენტისგან, შეძლებს თუ არა ის ამ რთული პერიოდიდან მოსახლეობის გამოყვანას მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, მოაგვარებს თუ არა რთულ ინფრასტრუქტურულ საკითხებს და ასე შემდეგ.

სხვა ახალი ამბები: