საფრანგეთში “ოდოიამ” ემიგრანტებისთვის მიძღვნილი სიმღერის პრეზენტაცია გამართა

0

11088756_656883061111551_2761506031454525252_oდასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით 5 აპრილს პარიზში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტის ინიციატორები საფრანგეთის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარის არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი და ასოციაცია ” თამარიონი”იყვნენ . კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე საქართველოდან ჩამოსულმა სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განგეობის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო კულტურის ცენტრ ,,ოდიშთან’’არსებულმა ვაჟთა ანსამბლმა ,,ოდოიამ’’, რომელმაც დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

 

კონცერტზე ანსაბლმა „ოდოიამ“ სიმღერის „მე დავბრუნდები“-ის პრეზენტაცია გამართა. სიმღერის შესრულებამ განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია მსმენელებში. ემიგრანტებისთვის პეზენტაცია სევდისა დაცრემლების მომგვღელი აღმოჩნდა.სიმღერა არქიმანდრიტ ანტონის ლოცვა კურთხევით შეიქმნა.

სიმღერა საქართველოდან წასულ ემიგრანტებს მიეძღვნა. სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორია მაია ჩიტაია. კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს.

სხვა ახალი ამბები: