ოთარ გოგოხია: “ორგანიზაციული თვალსაზრიზით ჩვენ არანაირი სერიოზული პრობლემა არ შეგვქმნია”

0

10447358_572021526243990_1035172431_nქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა. გამონაკლისი არც სამეგრელოს რეგიონი იყო. რიცხობრივად დევნილების რაოდენობით ქალაქი ზუგდიდი დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის მკვიდრთა განწყოობა და მიდგომა ამ პროცესისადმი. ჩვენ რამოდენიმე კითხვით მივმართეთ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელს ბატონ ოთარ გოგოხიას და ვთხოვეთ მიეცა შეფასება არჩევნების ჩატარების პროცესისათვის.

– ბატონო ოთარ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილების ჩართულობის ხარისხი ნაკლებად მოტივირებული იყო რამოდენიმე მიზეზით და ერთ–ერთად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გამსვლელ სიებში არც ერთ პარტიას არ ყავდა შეყვანილი აფხაზეთის მკვიდრი. თქვენი მოსაზრებით რა მიზეზით იყო განპირობებული დევნილი ამომრჩევლების აქტივობის მაღალი ხარისხი და კოალიცია „ ქართული ოცნების „ მხარდაჭერა.

– მიუხედავად იმისა, რომ სიებში არ იყვნენ წარმოდგენილი დევნილი მოსახლეობის ცნობადი სახეები ნამდვილად არ გამკვირვებია მათი აქტიურობის მაღალი ხარისხი. რაც უცილობლად განაპირობა ჩვენი უწყების კოორდინირებულმა მუშაობამ, როგორც რეგიონალურ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რომ არაფერი ვთქვათ განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობაზე. მხარის გუბერნატორი ბატონი ლევან შონია არც ერთ ჩვენ უმნიშვნელო პრობლემასაც არ ტოვებს ყურადღების და რეაგირების გარეშე. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ეკონომიური და ფინანსური შესაძლებლობები არის ძალიან მწირი და თუ არა მათი კეთილი ნება , გულისხმიერება , სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა რეგიონში ჩასახლებული აფხაზეთის მკვიდრთა სოციალური ფონი იქნებოდა გაცილებით უარესი ვიდრე ის არის დღეს. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება იმისათვის რომ თითოეულ დევნილს უნდა ქონდეს ინფორმაცია იმაზე რომ მას აქვს უფლება იყოს როგორც პასიური ასევე აქტიური ამომრჩეველი და თვითონ გააქტიურდეს როგორც პოლიტიკური ფიგურა.

– იყო თუ არა ხელის შემშლელი ფაქტორები?

– ორგანიზაციული თვალსაზრიზით ჩვენ არანაირი სერიოზული პრობლემა არ შეგვქმნია. თუმცა ამ არჩევნებმა გვანახა, რომ ძალიან დიდი სამუშოები უნდა ჩატარდეს გადამისამართებასთან დაკავშირებით. დევნილების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მიიღო საცხოვრებელი ფართი ბათუმში და ფოთში. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ვერ მოხერხდა ყველა მათგანის საარჩევნო სიებში ადგილზე დაფიქსირება. თუმცა ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი იმაში, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში წინასწარი მონაცემებით დამაჯერებლად იმარჯვებს.

– რა ინფორმაციას ფლობთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ამომრჩევლების აქტივობის ხარისხზე?

– ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ყველა აქტივობას, განცხადებას და ქმედებას ამ ადამიანებთან მიმართებაში. ამასთან ერთად გავითვალისწინეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მოვერიდეთ აფხაზეთის მკვიდრთა ღია და აქტიურ ჩართვას მიმდინარე პროცესში. თუმცა მათმა გარკვეულმა რაოდენობამ მაინც შეძლო გადმოსვლა , მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მე. ჩემი უწყების თითოეული თანამშრომელი და ა/რ ხელმძღვანელობა ვფლობთ სრულად ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე , დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებული მოსახლეობის დიდი ნაწილი იწონებს ცენტრალური ხელისუფლების თავშეკავებულ, ზომიერ და გათვლილ მიდგომას და პოლიტიკას დე– ფაქტო ხელისუფლებისადმი. თითოეული მათგანი კი დარწმუნებულია იმაში, რომ ამ პოლიტიკით და მიდგომით დრო უკვე არ მათთვის არამედ მუშაობს კონფლიქტის პროცესის დარეგულირების ხელშეწყობისათვის.

სხვა ახალი ამბები: