ოთარ გოგოხია ტატო ლაგვილავას მიერ გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს

1

58512_111191715743980_1367480984_nაფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია, წარმომადგენლობის ყოფილი თანამშრომლის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

„ ჩვენს სამსახურში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის დაწყებამდე მე, როგორც წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გავეცანი ყველა თანამშრომლის პირად საქმეებს.  ტატო ლაგვილავას, რომელიც მუშაობს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2011 წელს მოიტანა ცნობა იმის შესახებ, რომ სწავლობს მე–5 კურსზე. დავიბარე და ვთხოვე  მოეტანა დიპლომი, ან ცნობა იმის შესახებ, რომ აგრძელებს სწავლას. აღმოჩნდა რომ მან ვერც დიპლომი წარმოადგინა და ვერც სხვა ცნობა იმის დამადასტურებლად, რომ ის სწავლობს. სწორედ ეს გახდა ტატო ლაგვილავას გათავისუფლების მიზეზი“, – აცხადებს  ოთარ გოგოხია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ტატო ლაგვილავასაც დაუკავშირდა, რომელმაც მოუცლელობა მოიმიზეზა და კომენტარზე უარი განაცხადა.

ცნობისათვის, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის სპეციალისტმა დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრ მარიამ საჯაიასთან ერთად თბილისში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში დაადანაშაულა.

სხვა ახალი ამბები: