ოთარ ხარჩილავა ფოთის საკრებულოში მის არჩევას დემოკრატიის ზეიმს უწოდებს

0

10559307_830772863607523_758022835_nსაკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს ფოთში. ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ ლევან ჩოჩიას ნაცვლად, დამოუკიდებელი კანდიდატი ოთარ ხარჩილავა აირჩიეს ის არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ოთარ ხარჩილავამ მოადგილეების კანდიდატურები დაასახელა და პირველ მოადგილედ ქართული ოცნების პირველი ნომერი ზურაბ ფაჩულია, მეორე მოადგილედ კი ოპოზიციიდან შესული, პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი მალხაზ ბუკია იქნა არჩეული.

ოთარ ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს იყო დემოკრატიის ზეიმი. მისი თქმით ის აქტიურად ითანამშრომლებს ფოთის ახლადარჩეულ მერთან ირაკლი კაკულიასთან, ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებასთან. შეგახსენებთ, ოთარ ხარჩილავა საპარლამენტო არჩევნების დროს ქართული ოცნების აბაშის შტაბის უფროსი იყო და საკრებულოში არჩევამდე ფოთის მერის მრჩევლად მუშაობდა

 

სხვა ახალი ამბები: