ოთო ნემსაძეს უკრაინელი რეჟისორი ფილმში იღებს

0

ottoტელეპროექტის „Голос країни 3“ ქართველ ფინალისტს, ოთო ნემსაძეს, ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ანდრეა დონჩიკი ფილმში იღებს.

რეჟისორის განცხადებით, მას მუსიკოსებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა დიდი სიფრთხილით ეკიდება ისეთ ექსპერიმენტს, როგორსაც გეგმავს – სურათში ოთარი მსახიობის როლს შეასრულებს.

ამჯერად ანდრეა დაინტერესებულია ოთოს ენერგეტიკით, არტისტიზმით, რომელსაც იგი სცენაზე ამჟღავნებს.

ქართველი მომღერალი მოხარულია ასეთი შეთავაზებით და შოუს დამთავრების შემდეგ უკრაინაში დარჩენას და ახალ მუსიკალურ მასალაზე მუშაობას გეგმავს, მათ შორის იქნება უკრაინული სიმღერებიც.

აღმოჩნდა, რომ უკრაინაში დარჩენა ოთარს მხოლოდ უკრაინული სიმღერების სიყვარულის გამო არ გადაუწყვეტია, ამ ამბავს ერთი რომანტიული ისტორია ახლავს თან… ამის შესახებ თავად მომღერალი ჯერ-ჯერობით დუმილს ამჯობინებს.

სხვა ახალი ამბები: