“ოკუპანტები დღესაც იძლევიან საბაბს, საქართველო მუდმივ სამხედრო მზადყოფნაში იყოს”

0
alasaniaთავდაცვის მინისტრის შეფასებით, „საოკუპაციო ძალების დამოკიდებულება დღესაც იძლევა საბაბს, საქართველო მუდმივ სამხედრო მზადყოფნაში იყოს”. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელზეც საბრძოლო მზადყოფნისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
“შესწავლილ იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც სადღეისოდ გაგვაჩნია. პრემიერ-მინისტრთანაც, ფინანსთა მინისტრთანაც უკვე შეთანხმებულია ის პირველი რიგის ღონისძიებები, რომელიც უნდა დაფინანსდეს, რათა ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა მუდმივად მაღალ დონეზე იყოს. თქვენ იცით, რომ საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი რაიმე ფორმით შეიცვალა. მათი სამხედრო ყოფნა საერთაშირისო პრინციპების სრული დარღვევით, დღესაც იძლევა იმის საბაბს, რომ ჩვენ მუდმივად მზადყოფნაში ვიყოთ. ბოლო პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებზე აჩენს პატარა იმედს იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, გადავიდეთ სამუშაო ფაზაზე, რაც დაამდაბლებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას, მაგრამ დღეისათვის თვითრწმენის საფუძველი არ გვაქვს, ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა თავდაცვის უწყებისა ისაა, რომ უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუანრიანობა და ჩვენი შეიარაღებული ძალები მუდმივ მზადყოფნაში იყოს აგრესიის თუ ნებისმიერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ კუთხით დღენიადაგ შრომა მიმდინარეობს”, – განაცხადა ალასანიამ.

სხვა ახალი ამბები: