ოკუპანტებმა ენგურის ხიდზე რკინის კარები ჯაჭვებითა და ბოქლომით ჩარაზეს

0

sazgvari-copyუპრეცენდენტო შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში-ენგურის ხიდზე აფხაზებმა და რუსმა ოკუპანტებმა ხიდის იმ ხარეს, რომელსაც თავად აკონტროლებენ დიდი რკინის კარები ჩამოჰკიდეს. ეს “მოვლენა” 2012 წლის აგვისტოს დასასრულით თარიღდება, თუმცა ხიდზე კარების ჩამოკიდების მიზეზი თავად რუსებისთვისაც გაუგებარი და უცნობია. ენგურის ხიდზე რკინის კარები საღამოს 19:00 საათზე დიდი რკინის ჯაჭვით, ორმაგი ურდულითა და ბოქლომით იკეტება, ხოლო საგანგებოდ ჩარაზული კარები მხოლოდ დილით 7 საათზე იღება.

“ერთხელ როცა ავადდმყოფი გადმოგვყავდა ენგურის ხიდის გავლით გავიარეთ ყველანაირი შემოწმება როგორც რუსებთან, ასევე აფხაზებთან, თუმცა ხიდის კარები ჩაკეტილი დაგვხვდა. რუსმა ჯარისკაცებმა დაუძახეს იმ ადამიანს, რომელსაც თურმე აბარია ამ კარების გასაღები, რომელსაც დამატებით მივეცით 300 რუსული რუბლი. ხიდი იმდენი ჯაჭვებითა და ბოქლომებით იყო ჩაკეტილი, რომ დარაჯი მას დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში აღებდა.”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში გალის რაიონის სოფელ მზიურის მკვიდრი ციალა.ღ.

ენგურის ხიდის დაკეტვასა და გაღებაზე ისევ და ისევ რუსი ჯარისკაცები ზრუნავენ, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში ჩაკეტილ ხიდს მხოლოდ გარკვეული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ აღებენ. როგორც გალში მცხოვრები ქართველები smo.ge-სთან ყვებიან, არის შემთხვევები, როცა გალიდან, ოჩამჩირიდან ან თუნდაც სოხუმიდან მძიმე ავადმყოფები საქარელოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ, თუმცა რუსი ოკუპანტები მათ არ ატარებენ და უკან აბრუნებენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას შეეწირა მძიმე ავადმყოფი აჩიგვარადან ენგურის ხიდზე.

ენგურის ჩაკეტილი ხიდის შესახებ ცნობილია ქართული მხარისთვისაც, თუმცა ამ ეტაპზე მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.

“თუ მოხდა ისე, რომ ისევ აღსდგა წუბურხინჯის ოთხმხრივი მოლაპარაკებები, ალბათ უპირველესი საკითხი რომელზეც იმსჯელებენ მხარეები სწორედ ეს იქნება. მანამდე კი ნამდვილად არაფრის თქმა არ შეიძლება. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა მთელს მსოფლიოში, რომ ხიდზე ჩამოკიდებულია კარები და ის იკეტება,”-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად აფზხაზეთის თემებზე მუშაობენ.

სხვა ახალი ამბები: