ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

0

raulრაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ”პრეზიდენტის ინაუგურაცია” საზეიმო ვითარებაში სოხუმის “მთავრობის სახლში” გაიმართა.

დღეს, ე.წ. პარლამენტის სესიაც გაიმართა, რომელშიც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ გახსნა, რის შემდეგაც რაულ ხაჯიმბამ აფხაზურ ენაზე ფიცი დადო.

ოკუპირებულ აფხაზეთში “რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები” 24 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

სხვა ახალი ამბები: