ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერს თავს დაესხნენ

0

beslan_butbaოკუპირებული აფხაზეთის პრემიერი ბესლან ბუთბა თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ინციდენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის ქალაქ სოხუმში გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც ბესლან ბუთბა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. მის მანქანას უცხო ავტომობილმა გზა გადაუკეტა, საიდანაც ორი მამაკაცი გადმოვიდა. ბუთბა მანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს.

ოჯახის წევრების განცხადებით მათ არ უნახავთ თუ რა მიმართულებით წაიყვანეს ოჯახის უფროსი უცნობმა მამაკაცებმა, თუმცა 15 წუთის შემდეგ მათ სოხუმის მილიციაში გადარეკეს და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მილიციამ იქვე ახლოს აღმოაჩინა ნაცემი პრემიერი თუმცა თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდამსხმელების ვინაობის დადგენა და მათი დაკავება გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი თავდამსხმელი აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი აღმოჩნდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით ბესლან ბუთბა მოთავსებულია სოხუმის ცენტრალურ საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერს ტვინის შერყევა აქვს

სხვა ახალი ამბები: