ოკუპირებულ აფახაზეთში პენსიონერები “რუსულ პენსიებს” მიიღებენ

0

rusuli pensiebiდაახლოებით 32 ათასი მოქალაქე, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის მუდმივი მაცხოვრებლები არიან, რუსეთიდან ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას იმ ოდენობით მიიღებს, რამდენსაც რუსეთის მოქალაქე პენსიონერები იღებენ.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის შრომის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა სურენ კარსელიანმა განაცხადა.

,,ჩვენ ველოდებით მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რომელიც 17 აპრილს სოხუმში გაიმართება. სხდომაზე ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რატიფიცირების შემდეგ კი ძალაშიც შევა.” – აღნიშნა მან აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნული საპენსიო შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს სოჭში გაფორმებული “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

სხვა ახალი ამბები: