ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

0

archevnebi apsnyshiოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა და მერაბ ქიშმარია.

სააგენტო “აპსნიპრესის” ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 154 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ასევე გახსნილია სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ – მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბოლში.

ე.წ. არჩევნებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100–მდე დამკვირვებელი ჩავიდა, მათ შორისაა იაპონიისა და სომხეთის წარმომადგენლები.

დამკვირვებლები რუსეთიდან, რესპუბლიკა ნაურუდან, ოკუპირებული სამაჩაბლოდან, დნესტრისპირეთიდან, ყარაბაღიდან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საპროტესტო აქციების შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მიმდინარე წლის 31 მაისიდან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა ასრულებს.

სხვა ახალი ამბები: