ოკუპირებულ აფხაზეთში ტერიტორიის მონიშვნა მიწათხრილებით მიმდინარეობს

0

ruusშინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის გიორგი ჯიღაურის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მავთულხლართების ნაცვლად ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს.

როგორც დღეს გიორგი ჯიღაურმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მიწათხრილების სიღრმე 170 – 180 სმ, სიგანე კი სამი-ხუთი მეტრია.

“ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწათხრილები შემდეგ სოფლებს შორის ფიქსირდება: ოტობაია-განმუხური-ორსანტიას მონაკვეთი, ნაბაკევი-ხურჩას მონაკვეთი, თაგილონი-შამგონას მონაკვეთი და თაგილონი-ჭუბურხინჯის მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, მიწათხრილების საერთო სიგრძე 3ი კილომეტრია, ოკოპაციის აზოლის საერთო სიგრძე კი 85 კილომეტრამდე”, – აღნიშნა გიორგი ჯიღაურმა.

სხვა ახალი ამბები: