ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი ქართველი გაასამართლეს

0

Dakavebaაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ჯემიკო ოკუჯავა და ოთარ ჯღარკავა გაასამართლა.

როგორც რუსული, ასევე აფხაზური მედიის ცნობით, მათ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ოკუჯავა და ჯღარკავა სოფელ თაგილონის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე 2012 წლის მარტში დააკავეს.

აფხაზური გამოძიების ინფორმაციით, მათ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა 2011 წლის თებერვალში დაიწყეს. ოკუჯავა და ჯღარკავა ქართულ სპეცსამსახურებს სასაზღვრო საგუშაგოების მუშაობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

სხვა ახალი ამბები: