ონიშჩენკო დიმიტრი მედვედევის თანაშემწედ დაინიშნა

0

П/к руководителя Роспотребнадзора Г. Онищенкоროსპოტრებნადზორის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის თანაშემწედ დაინიშნა.

,,რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა.

როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელის მოვალეობას ანა პოპოვა შეასრულებს. ამ უწყების ხელმძღვანელის კანდიდატურის შესახებ კი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

ონიშჩენკო თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ გენადი ონიშჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

სხვა ახალი ამბები: