ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დაკავებულია (ვიდეო)

0

abauladzedakavebaორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დაკავებულია.ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სამართალდამცველებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის საფუძველზე მათ ჩაატარეს სპეცოპერაცია ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, სადაც ბრალდებული დააკავეს.

შალვა აბულაძის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

ამავე სახლში ნაპოვნია ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა. ამ დროისთვის ბრალდებული გადმოყვანილია თბილისში.