ოჩამჩირეში ნაღმზე ტრაქტორის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

0

1429170888ოჩამჩირის რაიონ სოფელ ლაბრაში ტრაქტორი, რომელიც სოფლის მიმდებარეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებდა, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი, ოჩამჩირის მკვიდრი ასტამურ გუმბა და დაურ აჩბა დაიღუპა. ისინი თანასოფლელებს საკუთარი ტრაქტორით მიწის ნაკვეთებს უხნავდნენ.

ასტამურ გუმბა ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაურ აჩბამ ფეხი დაკარგა, საავადმყოფოში გადააყვანისას კი გზაში გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნაღმი რომელზეც ტრაქტორი აფეთქდა 1992-93 წლების დროინდელია.

სხვა ახალი ამბები: