ოჩამჩირის რაიონში უცხოელი ტურისტები დააყაჩაღეს

0

179313ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუბჟას ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტები დააყაჩაღეს, რომლებიც ფსოუს საზღვრის გავლით აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 10 ივნისს კრასნოდარის მხარიდან შემოვიდნენ. აფხაზური წყაროების ინფორმაციით 8 ტურისტს თანხები და ფოტოაპარატები წაართვეს. ყაჩაღები შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე, დახურულ ჯგუფ “Новости Ткуарчала”-ში გავრცელდა. ჯგუფში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აძუბჟაში მოსეირნე ტურისტებს წინ სამი შეიარაღებული ნიღბიანი ყაჩაღი წინ გადაეღობა. ისინი უცხოელ ტურისტებს ფულსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ.

ყაჩაღებმა უცხოელ ტურისტებს 2700 ევრო, 1400 დოლარი და 3 ძვირადღირებული ფოტოაპარატი წაართვეს.

სხვა ახალი ამბები: