“ოცი წლის შემდეგ”-მამუკა ჩარკვიანის საიუბილეო საღამოები ზუგდიდიდან დაიწყება

0

11121100_1452987481685148_758556202_nშემოქმედებითი გაერთიანება “ფორტუმა-97”-სა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ზუგდიდში. კულტურის ცენტრ “ოდიშის” საკონცერტო დარბაზში, მომღერლისა და კომპოზიტორის, მამუკა ჩარკვიანის საიუბილეო საღამოს გამართავს. ცნობილი მომღერალი საკუთარ სიმღერებს თავადაც შეასრულებს და მისი მეგობარი, ახალგაზრდა მომღერლებიც. მამუკა ჩარკვიანის საიუბილეო საღამო სახელწოდებით “20 წლის შემდეგ” ზუგდიდიდან დაიწყება, შემდეგ კი ფოთში გაიმართება.

https://www.youtube.com/watch?v=IWu0n56Gb9k

“მამუკა ჩარკვიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიწყებთ ტურნეს საქართველოს მაშტაბით,პირველი კონცერტი ზუგდიდში გაიმართება 4 ივლისს,ზუგდიდის მერე ფოთია და ასე მოვიცავთ მთელ საქართველოს,საიუბილეო დასკვნითი დიდი გალა კონცერტი ოქტომბრის დასაწყისში თბილისში დიდ საკონცერტო დარბაზში დაგვირგვინდება,კონცერტი ზუგდიდში 6 საათზე დაიწყება,დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ ზუგდიდის ადფილობრივ თვითმართველობას,ბატონ მერაბ ქვარაიას და მთელ იმ ადამიანებს ვინც აქტიურად ჩაება ამ პროექტში”-განაცხადა smo.ge-სთან საუბრისას პროექტის პროდიუსერმა ირაკლი ჭეიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: