ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის პროკურატურა შეხვედრებს მართავს

0

1506824_673855016045047_2044155013948515849_nოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სააქტო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეა. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება ოჯახური ძალადობის შესახებ და მასთან ბრძოლის პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.

10311760_673854812711734_440408430353781399_n10346538_673854492711766_1150950601717042588_nშეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა, სადაც აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას დამსწრე საზოგადოება. პროკურორმა ისაუბრა ოჯახური ძალადობის სახეებზე, მის პრევენციისა და აღმოფხვრის გზებზე, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული სირთულეებისა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე, მოყვანილ იქნება საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული სტატისტიკა და პრობლემის მოგვარების გზები.

კვირეული საზოგადოებისთვის ოჯახური დანაშაულის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევის წარდგენით დასრულდება.