პაატა ზაქარეიშვილი: “მოლაპარაკებები ენგურის ხიდის რეაბილიტაციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს”

0

sazgvari-copyსარემონტო სამუშაოები, რომელიც გაეროს განვითარების ფონდს ენგურის ხიდზე გასული წლის ზაფხულში უნდა დაეწყო, ჯერაც არ დაწყებულა. “ენგურის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესი, სამწუხაროდ, გაჭიანურდა. შესაძლოა, ამის მიზეზი სოჭის ოლიმპიადის პერიოდში შექმნილი ვითარება იყო”-ასეთ კომენტარს აკეთებს smo.ge-თან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ზუსტ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებს.

“ენგურის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროცესი, სამწუხაროდ, გაჭიანურდა. შესაძლოა, ამის მიზეზი სოჭის ოლიმპიადის პერიოდში შექმნილი ვითარება იყო. თუმცა, ეს პროცესი არ გაჩერებულა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სამუშაოების დაწყების თარიღის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის მიუხედავად, მიმდინარე მოლაპარაკებები გვაძლევს იმედს და საფუძველს, ვთქვათ, რომ საქმე ბოლომდე მივა, მოხდება ხიდის რეაბილიტაცია და მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას”-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სხვა ახალი ამბები: