პაატა ქარდავას მკვლელობაში ბრალდებულ რომან შამათავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

0

shamatavaთავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერ პაატა ქარდავას მკვლელობაში ბრალდებულ რომან შამათავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდებამ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. არგუმენტად კი შამათავას მიერ მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა და მიმალვის საფრთხე დაასახელა.

ადვოკატები შამათავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. პროცესზე თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ პაატა ქარდავას არ იცნობდა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ორი დღის წინ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით დაუმძიმდა. მანამდე კი მას წინასწარი პატიმრობა ხურჩის ტერაქტის ორგანიზებისთვის ჰქონდა შეფარდებული.

სხვა ახალი ამბები: