პავილიონი “Repubblica Della abkhazia” მილანის ცენტში და ქართველების პროტესტი

0

pavilion apsnyქართველებმა მილანში საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულის მიზეზი ქალაქის ცენტრში დადგმული პავილიონი გახდა წარწერით “აფხაზეთის რესპუბლიკა”.

აქციის მონაწილეთა განცხადებით,კარავი იტალიის ოლიმპიური კომიტეტის ფილიალის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში იყო დადგმული, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთზე საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ.

ბუკლეტებში კი ეწერა, თუ როგორ აღიარა საქართველოს მიერ დაჩაგრული აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა და ფოტოები მილანში მცხოვრებმა ქართველებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს. მათი განცხადებით, როდესაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, ორგანიზატორებმა უპასუხეს, რომ ეს სპორტული ღონისძიება იყო, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა.

სხვა ახალი ამბები: