პარლამენტის თავმჯდომარე მმართველ კოალიციას მიმართავს

0

10402425_876521279038282_1762878913896845398_nპარლამენტის თავმჯდომარისთვის პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და „დამაჯერებელი არაა“.

„მე არ ველოდი, რომ დღეს, ხვალ თუ ამ დღეებში ახალი საქმეები გამოჩნდებოდა.ზოგადად, ეს გამოძიების და პროკურატურის საქმეა, მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების დასრულება როდესაც დროში ემთხვევა თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას შორის მიმოწერების ფონზე, ეს არ არის დამაჯერებელი. მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მისი უწყება მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოებში მოქმედებდეს, გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან ის მიმართავს კოალიციას, „მსგავს კრიზისულ ვითარებებს გაუმკლავდეს“.

„მივმართავ კოალიციაში ჩემს პარტნიორებს, გარკვეულ კრიტიკულ მოვლენებს გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება პარტნიორებს, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს“,- განაცხადა უზუფაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: