პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის პრეზიდენტს უმასპინძლოს

0

800px-David_Usupashvili_Senate_of_Polandროგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს და მის მიერ შემოთავაზებულ საკითხზე ვისაუბრო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, იგი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მთავრობისა და პარლამენტისადმი გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, პარლამენტის პლენარულ სხომაზე პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით პროცედურებია დადგენილი.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მზად ვარ, ვუმასპინძლო პრეზიდენტს და ამ თემაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება პარლამენტს, კონსტიტუციით დადგენილია პროცედურები და მექანიზმები და ვისურვებდი, რომ ამის მიხედვით მოხდეს ყველა შემოთავაზებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. იმედია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დეტალურად გაგვაცნობს, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამ მომართვაში და რასთან გვაქვს საქმე“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის: გიორგი მარგველაშვილმა გუშინდელ მიმართვაში საქართველოს პარლამენტს სთხოვა, პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში პარლამენტისა და საზოგადოებისადმი პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა გაითვალისწინოს.

სხვა ახალი ამბები: