პარლამენტის ნულოვან სართულზე ჭერი ჩამოინგრა

0
998253_585508524815407_1899976118_nქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში გადაიკეტა დერეფანი, რომელშიც წყალმა ჭერის ნგრევა გამოიწვია.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ჭერის ჩამონგრევის მიზეზად  სახანძრო მილის დაზიანება სახელდება.
დაზიანებულია ნულოვანი სართულის დერეფნის ის ნაწილი, რომელშიც ჯანდაცვის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების კაბინეტებია განთავსებული.
დღეიდან ადგილზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
როგორც პარლამენტის აპარატში აცხადებენ, მომხდარი შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების მუშაობას არ შეაფერხებს, თუმცა მათ რემონტისთვის საჭირო დროის განმავლობაში კაბინეტებში შესვლა ალტერნატიული კარიდან მოუწევთ.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  ვითარებას ადგილზე უკვე გაეცნო. მან შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და შენობა დატოვა.

 

სხვა ახალი ამბები: