პარლამენტის შენობის წინ 23 მაისს კონცერტი გაიმართება

0

143213028957845223 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, „განსაკუთრებული ჟურნალის“ ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც აღნიშნული გამოცემის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„განსაკუთრებულ ჟურნალში“ დასაქმებულნი არიან ე.წ. შშმ პირები, მათ რესოციალიზაცია სჭირდებათ ჩვენს საზოგადოებაში. კონცერტი, ისევე როგორც გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“ ინტეგრირებულია და მასში მონაწილეობენ (მღერიან, ცეკვავენ) ე.წ. შშმ პირები, მათთან ერთად მონაწილეობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. დასწრება თავისუფალია! ვინც ვერ შეძლებს კონცერტზე დასწრებას, შეუძლია დარეკოს დარეკოს და მხარი დაუჭიროს „განსაკუთრებულ ჟურნალს“ და მასში დასაქმებულ ე.წ. შშმ პირებს, რომლებიც, სინამდვილეში განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონენი არიან: 0901 40 40 41, ფასი 1 ლარი. არ არსებობს შშმპ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – არსებობს მხოლოდ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი!

მონაწილეობენ: 1.რომა რცხილაძე; 2.თაკო მელიქიშვილი; 3.თემო არაბული; 4.ქეთი გომართელი; 5.გიორგი დათიაშვილი; 6.ნატო გელაშვილი; 7.ანსამბლი სამა; 8.თიკა ჯამბურია; 9.ჯგუფი “ალუბალი”; 10.პაათა თედიაშვილი; 11.ანსამბლი „ბაზმა“; 12.ანი სირაძე; 13.თინათინ მღვდლიაშვილი; 14.ლადო კახაძე; 15.ლაშა ნოზაძე; 16.ლაშა ღლონტი; 17.სოფო ბედია; 18.სტანისლავ ციბულსკი; 19. მარიამ კაპანაძე (უსინათლო მომღერალი); 20. თამარ ცალქალამნიძე (უსინათლო მომღერალი); 21. თათია მამუკაშვილი (უსინათლო მომღერალი); 22. ნატალია ვეფხვაძე (უსინათლო მომღერალი);23. ლუკა მანაგაძე (ეტლით მოსარგებლე მომღერალი); 24. ვიქტორ ქარქიშვილი (ეტლით მოსარგებლე მომღერალი და მოცეკვავე); 25. თემურ არაბიძე და ქეთი ზაზანაშვილი(ეტლით მოსარგებლე მოცეკვავე); 26. კოკა და ნინო (სმენის არ მქონე მომღერალი წყვილი)“, 27. საქართველოს უსინათლოთა კავშირის კვარტეტი; 28 გიორგი ტატიშვილი მომღერალი (ეტლით მოსარგებლე), – ნათქვამია ჟურნალის რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“.

სხვა ახალი ამბები: