პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

0

parlamentiiiiპარლამენტმა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი 112 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტის განხილვას წინ მრევლისა და სასულიერო პირების აქციები, ასევე, სასულიერო პირებთან პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციები უძღოდა.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. კანონის მიზანია, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის სექსულაური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების მიუხედავად.
კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

სხვა ახალი ამბები: